ინგრედიენტები:
ქათმის ღვიძლი 600 გ
ბადრიჯანი 1 ცალი,
მოზრდილი ყაბაყი,
საშუალო ზომის 1 ცალი ტკბილი წიწაკა,
წითელი 1 ხახვი
1-2 თავი ნიორი
2 კბილი ზეთი
არაჟანი 2 ს.კ
მდოგვი 1 ჩ.კ
ხმელი ქონდარი მარილი და პილპილი
კარტოფილი 400-500 გ
მომზადების წესი:
ღვიძლი გარეცხეთ და გაასუფთავეთ . შეგიძლიათ დაჭრატ, ან დატოვოთ მთლიანი.
შეარჩიეთ პატარა კარტოფილები და მოხარშეთ კანიანად.
ბადრიჯანი, ყაბაყი, წიწაკა, ხახვი და ნიორი დაჭერით. ერთმანეთში აურიეთ და გადაიტანეთ ცხიმწასმულ ტაფაზე. დაალაგეთ გაფცქვნილი კარტოფილიც. მოასხით არაჟანი, მდოგვი, მარილი, პილპილი, კარგად აურიეთ. კარტოფილები შემოალაგეთ გარშემო, რათა შუაში მოათავსოთ ღვიძლი. მოაყარეთ მასაც მარილი, პილპილი და სუნელები. მოასხით ცოტა ზეთი. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, რამდენიმე წუთში დაუწიეთ ტემპერატურას 170 გრადუსამდე. არ დაგავიწყდეთ კარტოფილისა და ღვიძლის გადაბრუნება მზადების პროცესში.
30 წუთში კერძი მზადაა. გემრიელია და არომატული
მასალის გამოყენების პირობები