ინგრედიენტები:
• 120 გ. ფქვილი.
• 1 ჩ.კ. გამაფხიერებელი.
• 75 გ. შაქარი.
• 100 გ. გოგრა.
• 3 ს.კ. მცენარეული ზეთი.
• 3 ს.კ. არაჟანი.
• 3 ს.კ. თხილი.
• 1 ც. კვერცხი.
მომზადების წესი:
✔ აურიეთ არაჟანი, კვერცხი და ზეთი. ცალკე აურიეთ შაქარი, ფქვილი და გამაფხვიერებელი. თხევადი მასა შეურიეთ შაქრიან ფქვილს. დიდხანს არ ურიოთ, მთავარია ყველაფერი გაერთიანდეს.
✔ გოგრა გახეხეთ, დაუმატეთ წვრილად გახეხილი თხილი და გოგრა ცომს. ფორმებს წაუსვით კარაქი, 2/3 ამოავსეთ ცომით. და აცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25-30 წუთი.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები