ფეისბუქი ხელოვნური თანამგზავრების კომპანია EUTELSAT-თან (ETCMY) ერთად სუბსაჰარული აფრიკის მაცხოვრებელთათვის უფასო ინტერნეტის მიწოდებაზე მუშაობს.
ხელოვნური თანამგზავრი მომავალ წელს გაიშვება, ხოლო აღნიშნული მომსახურება 2016 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის 14 ქვეყანას უზრუნველყოფს უფასო ინტერნეტით, – აღნიშნულის შესახებ CNN-ი წერს.
“ფეისბუქის მისია მთელი მსოფლიოს მაცხოვრებლების ერთმანეთთან დაკავშირებაა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელოვნური თანამგზავრები ამ მისიაში დიდ როლს შეასრულებს”, – განაცხადა კრის დენიელსმა, Internet.org-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები