საუდის არაბეთის პრინცი ალ-ვალიდ ბენ ტალალი, მიკრობლოგების სერვისის, Twitter-ის აქციათა 5%-ზე მეტი პაკეტის მფლობელი გახდა. ამის შესახებ მედიას პრინცის საკუთრებაში არსებულმა საინვესტიციო ფონდმა განუცხადა.
Reuters-ის მიერ გაკეთებული შეფასებით, 60 წლის პრინც-მილიარდერს, რომელსაც „არაბ უორენ ბაფეტსაც“ ეძახიან, Twitter-ის 4.45% ეკუთვნის, ხოლო მის საინვესტიციო ფონდს - 0.72%.
პრინცი აქტიურად აბანდებს ფულს დასავლურ კორპორაციებში და 300 მლნ ევრო ამ სოციალურ ქსელში მან ჯერ კიდევ 2011 წელს ჩადო, ანუ 2 წლით ადრე Twitter-ის გასვლამდე საფონდო ბირჟაზე. დღეს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $18.7-ად არის შეფასებული.
მასალის გამოყენების პირობები