რუბრიკები
ბლინი ქათმის ხორცით
შემადგენლობა: ქათმ ის ფილე - 800 გრ ხა ხვი - 2 თავი მარილი - გემოვნებით კვერცხი - 3 ცალი შაქარი - 20 გრ სტაფილო - 2 ცალი ფქვილი - 250 გრ რძე - 550 მლ მომზადება: ქათმის ბლინები ნაკლებად გავრცელებულია კულინარიაში,თუმცა ქათმის თეთრი ხორცი დიეტურია და გაცილებით სასარგებლოა. შეგვიძლია გავაკეთოთ დიდი რაოდენობის ბლინები და ნაწილი გავყინოთ საყინულეში და ყოველ დღე მივირთვათ ახლად შებრაწული ბლინები. ასევე ბლინები შეავსებს ჩვენ სადღესასწაულო სუფრას. ქათმის ფილე სტაფილოსთან ერთად ჩავდოთ ქვაბში დავასხათ წყალი და მივიყვანოთ დუღილამდე. მოვხსნათ ქაფი და ვხარშოთ 10- 15 წუთი. მთავარია არ გადავხარშოთ, რომ ხორცი არ იყოს მშრალი. ბულიონი შევინახოთ ფარშში დასამატებლად. მარილი-1/2, შაქარი-20გრ, კვერცხი-3 ცალი, რძე-550 და ფქვილი-250გრ შევურიოთ ერთმანეთს და გავაკეთოთ ბლინების თხელი, ერთგაროვანი ცომი. ავთქვიფოთ ბლინის ცომი კარგად გავაცხელოთ ტაფა და შევწვათ ბლიენბი ცალი მხრიდან. ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ. ქათმის ფილე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და დავამატოთ მოშუშული ხახვი და მარილი. ასევე დავამატოთ ქათმის ბულიონი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ფარში არ იყოს ფხვიერი და ადვილად იხვეოდეს ბლინები. ჩავდოთ ბლინებში 2 სუფრის კოვზი ფარში და შევახვიოთ. შევბრაწოთ ორივე მხრიდან. მივირთვათ არაჟნით ან ნაღების სოსუსით. გემრიელად მიირთვით!
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.