შემადგენლობა:
ქათმ ის ფილე - 800 გრ
ხა ხვი - 2 თავი
მარილი - გემოვნებით
კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 20 გრ
სტაფილო - 2 ცალი
ფქვილი - 250 გრ
რძე - 550 მლ
მომზადება:
ქათმის ბლინები ნაკლებად გავრცელებულია კულინარიაში,თუმცა ქათმის თეთრი ხორცი დიეტურია და გაცილებით სასარგებლოა.
შეგვიძლია გავაკეთოთ დიდი რაოდენობის ბლინები და ნაწილი გავყინოთ საყინულეში და ყოველ დღე მივირთვათ ახლად შებრაწული ბლინები.
ასევე ბლინები შეავსებს ჩვენ სადღესასწაულო სუფრას.
ქათმის ფილე სტაფილოსთან ერთად ჩავდოთ ქვაბში დავასხათ წყალი და მივიყვანოთ დუღილამდე. მოვხსნათ ქაფი და ვხარშოთ 10- 15 წუთი. მთავარია არ გადავხარშოთ, რომ ხორცი არ იყოს მშრალი.
ბულიონი შევინახოთ ფარშში დასამატებლად.
მარილი-1/2, შაქარი-20გრ, კვერცხი-3 ცალი, რძე-550 და ფქვილი-250გრ შევურიოთ ერთმანეთს და გავაკეთოთ ბლინების თხელი, ერთგაროვანი ცომი.
ავთქვიფოთ ბლინის ცომი
კარგად გავაცხელოთ ტაფა და შევწვათ ბლიენბი ცალი მხრიდან.
ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ.
ქათმის ფილე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და დავამატოთ მოშუშული ხახვი და მარილი.
ასევე დავამატოთ ქათმის ბულიონი.
ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ფარში არ იყოს ფხვიერი და ადვილად იხვეოდეს ბლინები.
ჩავდოთ ბლინებში 2 სუფრის კოვზი ფარში და შევახვიოთ.
შევბრაწოთ ორივე მხრიდან. მივირთვათ არაჟნით ან ნაღების სოსუსით.
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები