რუბრიკები
გერმანიის ელჩმა ქუთაისში დევნილთა დასახლება მოინახულა (ვიდეო)
გერმანიის ელჩმა ბეტინა კადენბახმა ქუთაისში დევნილთა დასახლებაში პროექტის - „იძულებით გადადგილებულ პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისთვის თანმხლები ზომების გატარება“  - ფარგლებში აშენებული ოფისი დაათვალიერა. გარდა ამისა, ელჩმა ახლადაშენებული კორპუსები მოინახულა. ის დევნილების საცხოვრებელი გარემო პირობებით კმაყოფილი დარჩა. ზემოაღნიშნული პროექტის მიზანია დასახლებაში მცხოვრები ელექტრიკოსებისა და სანტექნიკოსების გადამზადება.  გადამზადებული კადრები ვალდებულნი იქნებიან ახლადაშენებულ კორპუსებში უზრუნველყონ ცენტრალური გაყვანილობების გამართულად ფუნქციონირება. ასევე,  მათ უფლება ექნებათ მოემსახურონ კერძო პირებს და დამატებითი შემოსავლის წყაროები გაიჩინონ. პროექტის ფარგლებში, დევნილების მონაწილეობით, შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციები და არჩეულ იქნა გამგეობის თავჯდომარე. ქუთაისის გარდა, პროექტი წყალტუბოში, ფოთსა და ზუგდიდის დევნილთა დასახლებში მოქმედებს. მას ასოციაცია „ათინათი“,  გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს. ცნობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინასებით, ქუთაისში, ზუგდიდში, წყალტუბოსა და ფოთში დევნილებისთვის  საცხოვრებელი კორპუსები ააშენა.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.