ინგრედიენტები:
• 2 ჭ. რძე.
• 1 ჭ. ნაღები.
• ½ ჭ. ფორთოხლის წვენი.
• 3 ნაჭერი ფორთოხლის ცედრა.
• 170 გ. შავი შოკოლადი.
• 0,3 ჭ. ფორთოხლის ლიქიორი.
• ათქვეფილი ნაღები გემოვნებით.
მომზადების წესი:
✔ ქვაბში აურიეთ ნაღები, რძე, ფორთოხლის წვენი, ცედრა და მწიკვი მარილი. შემოდგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
✔ აურიეთ ერთმანეთში დატეხილი შოკოლადი და მიღებული მასის 0,6 ჭიქა. კარგად აურიეთ, სანამ შოკოლადი არ გადნება. შეურიეთ დანარჩენ მასასთან.
✔ დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ, არ მიიყვანოთ ძლიერ ადუღებამდე,დაახლოებით 2-3 წუთი უნდა გაგრძელდეს, თან ურიეთ. ამოიღეთ ცედრა და შეურიეთ ლიქიორი.
✔ ჩამოასხით ჭიქებში, მორთეთ ათქვეფილი ნაღებითა და გახეხილი შოკოლადით.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები