"ქალის და კაცის მოძრავი ქანდაკება ყოველდღე ერთმანეთში გადის და სრულყოფილად ასახავს, თუ რა გრძნობაა სიყვარული" - ამ სათაურით წერილი 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
ჰოლივუდის მსახიობი ეშტონ კაჩერი ბათუმში მდებარე ალი და ნინოს ძეგლმა მოხიბლა. „ნამდვილად მოძრაობს“, – დაწერა მან „ფეისბუქზე“ და
Aplus.com-ის სტატია გააზიარა.
Aplus.com არის სოციალური მედიის საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს და მისი დამფუძნებელი თავად კაჩერია.
„კაცობრიობამ სიყვარულის უამრავი ამბავი იცის, ადამი და ევადან რომეო და ჯულიეტამდე, ჯონ ლენონისა და იოკო ონოდან – თქვენი მეგობრის რომანის ამბამდე, მაგრამ არის კიდევ ერთი ისტორია, რომელიც თქვენ, სავარაუდოდ, არ იცით – ალის და ნინოს ამბავი,“ – წერს საიტზე სტატიის ავტორი და რომანის ავტორსა და სიუჟეტზე ჰყვება.
მასალის გამოყენების პირობები