ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 18% ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას საქმიანობას დადებითად აფასებს. გამოკითხულთა 49%-მა მერის მუშაობა „საშუალოდ“ შეაფასა, 5% - მა - „ცუდად“, ხოლო 27% ირაკლი გოგოხიას საქმიანობას არ იცნობს.
ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ინტერვიუერი დადებითად ახალციხის მერის გიორგი კოპაძის (29%) საქმიანობას აფასებს, ყველაზე ნაკლები ადამიანი დადებითადად გორის მერის ზურაბ ჯირკველაშვილის (7%) მუშაობას აფასებს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და
CRCC-საქართველო ატარებს.
აღნიშნული კვლევა ძირითადად, ადგილობრივ თვითმმართველობების საკითხებზეა ორიენტირებული. კვლევის მეორე ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები