რუბრიკები
სამეგრელოს გუბერნატორი ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ფოთის ინფრასტრუქტურის განვითარების ორ გამოკვეთილ პრიორიტეტს- რუსთაველის ქუჩის რკალზე ტროტუარების რეაბილიტაციასა და საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კაკულიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიასთან ერთად ადგილზე გაეცნო. ორივე სარეაბილიტაციო ობიექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობაზე რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 მილიონ 191 ათას 311 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ. პ. ს ,,Enginering Servis Compani'' ასრულებს.
იგივე კომპანია ახორციელებს ტროტუარების კეთილმოწყობა-რეაბილიტაციას რუსთაველის ქუჩის რკალზე, რომლის სახელშეკრულებო თანხა 1 მილიონ 503 ათას 869 ლარით არის განსაზღვრული. პროექტი 2016 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები