NDI-ის ახალი კვლევი თანახმად, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას მუშაობას გამოკითხულთა უმრავლესობა - 44% „საშუალოდ“ აფასებს, "კარგად" - 18% , „ცუდად“ - 5%, ხოლო მისი საქმიანობის შესახებ არასოდეს სმენია გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს.
კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და
CRCC- საქართველო ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები