ინგრედიენტები:
მაკარონი 200 გრ.
სოკო 200 გრ.
ზეთი 4 ს/კ.
ბულგარული წიწაკა 1 ც.
ძმარი 2 ს/კ.
კონსერვირებული სიმინდი 100 გრ.
ქინძი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მაკარონი მოვხარშოთ წყალში, შემდეგ წყალი გადავაწუროთ და მაკარონს დავამატოთ 2 ს/კ. ზეთი, წვრილად დაჭრილი და ზეთში შემწვარი სოკო და ბულგარული წიწაკა, კონსერვირებული სიმინდის მარცვლები, მოვასხათ მომზადებული სოუსი, კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ 30 წუთი.
სოუსის მომზადება:
ძმარს დავამატოთ 2 ს/კ. ზეთი, წვრილად დაჭრილი ქინძი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ.
მასალის გამოყენების პირობები