საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მასზე რეგიონებში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონებში ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესს. გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები