სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია რეგიონში საკონსერვო ქარხნის მშენებლობით დაინტერესებული თურქული დეველოპერული სინვესტიციო ჯგუფის „HICC Heavy Industry Construction co“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
გუბერნატორმა საინვესტიციო ჯგუფს რეგიონში საკონსერვო ქარხნის ამუშავების პერსპექტივები გააცნო. კომპანიის ექსპერტთა ჯგუფმა უკვე შეისწავლა რეგიონში გავრცელებული ხილისა და ბოსტნეულის სახეობები, მათი პროდუქტიულობა და ხარისხი. თურქი ინვესტორები ზუგდიდში ნატურალური ხილის სხვადასხვა საკონსერვო პროდუქციის წარმოებას აპირებენ.
ლევან შონიას თქმით, რეგიონში მსხვილი საწარმო არ არსებობს. მისი ამოქმედება კი დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
კორპორაცია „HICC Heavy Industry Construction co“ წარმომადგენლობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფლობს, ისინი ზუგდიდის საკონსერვო ქარხანაში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები