ცომი:
• 150 გ. კარაქი.
• 75 გ. შაქრის პუდრი.
• 2 კვერცხის გული (დიდი).
• 250 გ. ფქვილი.
• 3-4 ჩ.კ. ცივი წყალი.
გულსართი:
• 200 გ. შაქარი.
• 180 გ. კარაქი დარბილებული.
• 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი.
• 3 დიდი კვერცხი.
• 300 გ. ნუში (გაფრცქვნილი და დაფქვილი).
• 2 ს.კ. ფქვილი.
• 4 პატარა მსხალი.
• 3 ს.კ. თაფლი.
• 3 ს.კ. ნუშის ფანტელი.
მომზადების წესი:
✔ წაუსვით ცხიმი 25 სმ დიამეტრის მქონე ყალიბს. მიქსერით ათქვიფეთ კარაქი და შაქრის პუდრი. დაამატეთ კვერცხი, ფქვილი და წყალი. დააგუნდავეთ, გაახვიეთ სამზარეულოს პარკში და შედგით მაცივარში 1 საათით.
✔ გააბრტყელეთ ცომი 5 მმ სისქეზე, მოათავსეთ ყალიბში და მაცივარში შედგით 30 წუთით. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე. ცომს ზევიდან დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მშრალი მარცვლეული. აცხვეთ 15 წუთი, სანამ ოქროსფერი არგახდება.
✔ მიქსერში, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ შაქარი, კარაქი და ვანილი. დაუმატეთ კვერცხი. შეურეთ ნუში და ფქვილი. დააფარეთ თაფზე და შეინახეთ მაცივარში 20 წუთით.
✔ გულსართი გადაანაწილეთ ცომზე, მოაწყვეთ მასზე მსხლის ნაჭრები, მოაყარეთ ნუში და აცხვეთ 40 45 წუთი. ზევიდან მოასხით გამდნარი თაფლი.
მასალის გამოყენების პირობები