"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა დევნილთა საცხოვრებელი პირობების შესახებ
10:41 / 16.10.2015
“საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველო“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე კომპაქტური განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობებით დაინტერესდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირებს დღემდე მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, ამასთან რთულად მიმდინარეობს ამ ადამიანების სოციალურ - ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი. მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია.
ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ წლების მანძილზე მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციისთვის, ამ სფეროში არსებული პრობლემები,მათი მასშტაბიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი რჩება. მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში,რეაბილიტირებული შენობების ნაწილი კვლავ განახლებას საჭიროებს.
„გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს კომპაქტური დასახლების ყველა ობიექტში მცხოვრები დევნილები უზრუნველყოს აუცილებელი საარსებო წყაროებით და საჭირო სოციალური თუ სამედიცინო ინფრასტრუქტურით.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები