ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაკეთდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. საქართველოს პარლამენტში "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მეორე დღეა ღონისძიებები მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, ფორუმის შედეგად საქართველოში არაერთი ახალი პროექტი განხორციელდება.
“თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ. მას სჭირდება დახვეწა, თუმცა დღეს ეს კანონი შესაძლებლობას იძლევა, რომ პროდუქცია საქართველოში აწარმოონ და შემდეგ შეიტანონ ევროპაში”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თბილისში “აბრეშუმის გზის” ფორუმი გრძელდება. დღეს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები იქნება.
მასალის გამოყენების პირობები