ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გონერ პაპავა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გათავისუფლების მიზეზი სხვადასხვა დარღვევები გახდა.
„აუდიტის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ დარღვევები იყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, ფინანსური და ადმინისტრაციული. გასულ წელს იგივე დარღვევების გამო მიეცა რეკომენდაციები, თუმცა ისინი არ იქნა გათვალისწინებული“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნატა ასათიანმა.
გონერ პაპავა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად 2013 წლის ოქტომბერში დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები