რუბრიკები
რომანის წერა პირდაპირ ეთერში
რომანის დაწერა მარტივი საქმე არ არის. თითოეული გამოქვეყნებული წიგნი, როგორც წესი, უამრავ უძილო ღამესთან, აურაცხელ ჩასწორებასთან, გადაწერასთან, დაკუჭულ ფურცლებთან ( თუ დახურულ ვორდის ფაილებთან) და ამოღამებულ თვალებთან არის დაკავშირებული. გარდა ტექნიკური სირთულეებისა, ნებისმიერი, ვინც შემოქმედებით პროცესში ჩართულა დამიდასტურებს, თუ რამდენად ინტიმური და პირადულია ის. არავის ეხალისება უცხო თვალს გაუმხილოს თავისი შეცდომები, გადასწორებები, სუსტი ადგილები და შთაგონების ნაკლებობის საათები. ჯოშუა კოენი, როგორც ჩანს, არ შედის ასეთი ადამიანების რიცხვში. მან წარმოგვიდგინა საიტი, სადაც ის ონლაინ რეჟიმში, ყველას თვალწინ წერს თავის ახალ წიგნს. Google Doc-ის სტილში გაკთებულ საიტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს და თვალი მიადევნოს თითოეულ წინადადებას, რომელსაც ავტორი წერს. მონიშნოს ადგილები, რომლებიც მოეწონა და გული დაუწერეოს მოწონების ნიშნად. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ანონიმურად ელაპარაკოთ როგორც სხვა დამკვირვებლებს, ასევე თავად ავტორს. მისცეთ მას რჩევები, მოუწონოთ ან დაუწუნოთ კონკრეტული. საიტზევა მითითებული შემდეგი დაგემილი სეანსი. გადადით საიტზე და თვალი ადევნეთ მწერლის შემოქმედებით პროცესს წყარო:ჯეოპედია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.