რუბრიკები
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყება
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წლის ივლისში ან აგვისტოს დასაწყისში დაიწყება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ პორტის მიმდებარედ, 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობაც იგეგმება. მინისტრის თქმით, "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, კონკრეტული წინადადებები არ გამოთქმულა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საწარმოების მშენებლობა იგეგმება. ქუმსიშვილმა აქვე აღინშნა, რომ ქვეყანას აქვს საკმაოდ კარგი კანონი "თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ", თუმცა მისი თქმით, „შეიძლება მასში რაღაცეების გამოსწორება“. "ჯერ არ არის დასახელებული ოპერატორი, შესაბამისად, ნაადრევია ლაპარაკი, რა საწარმოები შეიძლება აშენდეს... შარშან ქვეყანაში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციები გვქონდა და წლეულსაც არანაკლებს ველოდებით", - თქვა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.