სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია რეგიონის გამგებლებს, მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. გუბერნიის ადმინისტრაციულ შეხვედრაზე გამართულ თათბირზე პროექტების მიმდინარეობა განიხილეს და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სამშენებლო ვადების შესაბამისად მიმდინარეობს.
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გუბერნატორის შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები