სატელეკომუნიკაციო კომპანიამ Virgin Media, ბრიტანეთის ქალაქ ჩეშამში ქუჩის ტროტუარში ჩამონტაჟებული Wi-Fi-ის პროექტი გაუშვა, ამის შესახებ კომპანიის ბლოგზეა ნათქვამი.
მოწყობილობა დამონტაჟებულია სპეციალურ „ჭკვიან“ ფილაზე, რომელიც სიმძიმეს უძლებს. Wi-Fi-ზე წვდომა არის ქალაქის ცენტრალურ უბნებში, გაჩერებებზე და ქალაქის პარკში. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 166 მეგაბაიტია წამში.
„Wi-Fi-ზე მიერთება ქუჩებში, ძალიან ეფექტიანია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის წარმოებაში დღევანდელ დღეს და მე ვამაყობ იმით, რომ ნაწილი ვარ პროექტისა, რომელიც ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებს აფართოებს“, -განაცხადა ჩეშამის მინისტრთა კაბინეტის წევრმა ფრედ უილსონმა.
მასალის გამოყენების პირობები