რუბრიკები
ფოთში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები ესროლეს
დღეს, ფოთის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მისულ წევრებს, ფასადი კვერცხებითა და საღებავებით მოსვრილი დახვდათ. ნაციონალების" ოფისი ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარეობს. ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა " მომხადარი პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასეს და პასუხისმგებლობა ,,ქართულ ოცნებას" დააკისრეს. მმართველი გუნდის ადგილობრივი წარმომადგენლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ისინი აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიზნით, სამართლადამცავ ორგანოებს მიმართავენ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები