"დიდი ტბების საერთაშორისო კინოფესტივალი" მსოფლიოში 10 საუკეთესო ფესტივალში შედის. ის 2002 წლიდან იმართება და დამოუკიდებელ კინო-რეჟისორების ნამუშევრებს აერთიანებს.
წელს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ქართველი რეჟისორის გიორგი ჯანელიძის ორი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მოხვდა. მათგან ერთ-ერთს დიდი წარმატება ხვდა წილად - "როდი, ლენონი და მე/ძველი ფოტოს ისტორია" 2015 წლის საუკეთესო მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად აღიარეს.
ფილმი ჯონ ლენონის იუბილეს და მის ძველ მეგობარს როდ დევისს ეძღვნება, რომელიც მოგვიანებით პოლ მაკარტნიმ ჩაანაცვლა და ასე შეიქმნა "ბიტლზი".
"როდი, ლენონი და მე/ძველი ფოტოს ისტორია" კუნკურსის ვებგვერდზეა
განთავსებული და ონლაინ რეჟიმში ბილეთის შეძენა და მისი ნახვა შესაძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები