„ფეისბუქის“ განცხადებით, სოციალური ქსელი დაიწყებს იმ მომხმარებლის გაფთხილებას, ვინც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების ან ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის თვალთვალის მსხვერპლია.
„ჩვენ ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენი მომხმარებლის ანგარიშთა დასაცავად, თუმცა გადავწყვიტეთ დამატებით ვიმოქმედოთ და გავაფრთხილოთ მომხმარებელი იმ შემთხვევაში, თუ გვექნება მყარი ეჭვი, რომ მის ექაუნთზე ხელისუფლება და ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ჰაკერულ თავდასხმას ახდენს. მიგვაჩნია, რომ ასეთი თავდასხმები ძალიან სახიფათოა და ამიტომ ყველანაირ თანადგომას ვუცხადებთ მომხმარებლებს, რათა მათ საჭირო ნაბიჯები გადადგან მსგავსი თავდასხმის ასაცილებლად“, - აღნიშნა „ფეისბუქის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექს სტამოსმა.
2014 წლის ნომბერში „ფეისბუქის“ მიერ გამოქვეყნებული გამჭვირვალობის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლებების მიერ სოციალური ქსელის მიმართ თხოვნა მომხმარებლის მონაცემების მიწოდების თაობაზე 24%-ით მეტი იყო 2014 წლის პირველ ნახევარში, 2013 წლის მეორე ნახევართან შედარებით.
მასალის გამოყენების პირობები