ასოციაცია “ათინათს” კახეთის სათემო ცენტრების და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრაზე პროექტის „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სტუმრები "ათინათის" საქმიანობას, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.
მონაწილეების თქმით, საქართველოს მასშტაბით არასამთავრობო სექტორის მეტად გაძლიერებისთვის რეგიონებს შორის ურიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
აღნიშნულ პროექტს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ასოციაცია„ათინათი“და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია ერთობლივად ახორციელებს. პროექტი ორ რეგიონში - სამეგრელო და კახეთში ხორციელდება.
მსგავსი პრეზენტაციები ნოქალაქევში, ბანძასა და თორსაში ჩატარდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები