პოლიტიკურმა პარტიამ “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის ოფისმა 18 ოქტომბერს ქალაქის ცენტრში
წამების ამსახველი ვიდეო მასალის საჯაროდ ჩვენების ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.განცხადების მიხედვით, ოპოზიციური პარტია გმობს და ემიჯნება მსგავს ქმედებას და პასუხისმგებლობას ადგილობრივ მთავრობას აკისრებს. „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანად დაკარგა მორალი და აგრძელებს საზიზღრობის ჩვენებას ღია ცის ქვეშ, ბავშვების თანდასწრებით, რომელიც მიუღებელი და გაუმართლებელია. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებული ადამიანები მოძღვრავენ საზოგადოებას და გვეუბნებიან, რომ უნდა ვიცოდეთ, თუ საიდან მოვდივართ. თუმცა ეს არის დროებითი, საზოგადოება 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად გაუშვებს პოლიტიკურ მოუსავლეთში,“ - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები