ინგრედიენტები:
• 3 ც. ბადრიჯანი.
• 1 თავი ხახვი.
• 1 კბილი ნიორი.
• 1 ჩ.კ. გამომშრალი ორეგანო.
• 1 კგ. პომიდორი.
• 1 ჩ.კ. თეთრი ღვინის ძმარი.
• 30 გ. ბაზილიკის ფოთლები.
• 200 გ. ყველი პარმეზანი.
• 5 ს.კ. პურის ნამცეცები.
• 10 გ. ორეგანოს ფოთლები.
• ზეითუნის ზეთი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
✔ ბადრიჯანს მოაჭერით ბოლოები და დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად. კარგად გააცხელეთ ტაფა გრილზე შეწვით.
✔ ამავდროულად პომიდორი დასერეთ, მოათავსეთ მდუღარე წყალში 40 წამი, შემდეგ 30 წამი ცივ წყალში და გაფრცქვენით. გააცალეთ თესლი და პატარა კუბიკებად დაჭერით.
✔ ღრმა ტაფას მოასხით ზეითუნის ზეთი, მოთუშეთ, წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და გამომშრალი ორეგანო, 10 წუთის განმავლობაში.
✔ ამ ტაფაზე დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, კარგად ამოურიეთ, დაახურეთ თავზე და დაბალ ცეცხლზე 15 წუთი გააჩერეთ.
✔ სოუს მოაყარეთ პილპილი, დაუმატეთ ღვინის ძმარი და წვრილად დაჭრილი ბაზილიკი. (სოუსი შეგიძლიათ ბლენდერში ათქვიფოთ, თუმცა აუცილებელი არ არის).
✔ საცხობ ტაფას თხლად მოასხით სოუსი, მოაწყვეთ ბადრიჯანი და მოაყარეთ მოცარელა. ეს პროცესი მანამ გაიმეორეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი ტაფაზე არ აღმოჩდება.
✔ როდესაც ბოლოჯერ დაამატებთ ყველს, მოაყარეთ ზევიდან პურის ნამცეცები, მოასხით ზეითუნის ზეთი და მორთეთ ორეგანოს ფოთლებით. აცხვეთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნაეხვარი საათის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები