ვისკონსის შტატის დედაქალაქ მადისონის ფედერალურმა სასამართლომ, კომპანია “ეფლს”, საპატენტო უფლებების დარღვევისათვის, რომელიც ამავე შტატის დედაქალაქ მადისონის უნივერსიტეტის მიერ 1998 წელსაა დარეგისტრირებული, კომპენსაციის სახით 234 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, – აღნიშნულის შესახებ Business Insider-ი წერს.
დარღვევა ეხება პროცესორებს, რომლებითაც აღჭურვილია აიფონ 5S, 6 და 6 Plus-ის ჭკვიანი ტელეფონები, აგრეთვე პლანშეტ iPad-ის ზოგიერთი ვერსია. საპატენტო ტექნოლოგია პროცესორის მუშაობის ოპტიმიზირებისა და ენერგიის გამოყენების შემცირების საშუალებას იძლევა.
ტექნოლოგია დაპატენტებულია უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ, ხოლო მისი უფლებები WARF-ს (Wisconsin Alumni Research Foundation) ეკუთვნის. სასამართლომ დაადგინა პატენტის სინამდვილე და გამოავლინა, რომ “ეფლმა” მართლა დაარღვია უფლებები. თვადაპირველად სასამართლომ განაცხადა, რომ კომპენსაციის სახით, კომპანიას შეიძლება 862 მილიონი აშშ დოლარი დაკისრებოდა და დაამატა, რომ ჯარიმის ოდენობა შეიძლებოდა გაზრდილიყო იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდებოდა, რომ “ეფლი” განზრახ იყენებდა უკვე დაპატენტებულ ტექნოლოგიას.
მასალის გამოყენების პირობები