რუბრიკები
კომპანია APPLE-ს, საპატენტო უფლებების დარღვევისათვის $234 მილიონის გადახდა დაეკისრა
ვისკონსის შტატის დედაქალაქ მადისონის ფედერალურმა სასამართლომ, კომპანია “ეფლს”, საპატენტო უფლებების დარღვევისათვის, რომელიც ამავე შტატის დედაქალაქ მადისონის უნივერსიტეტის მიერ 1998 წელსაა დარეგისტრირებული, კომპენსაციის სახით 234 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, – აღნიშნულის შესახებ Business Insider-ი წერს. დარღვევა ეხება პროცესორებს, რომლებითაც აღჭურვილია აიფონ 5S, 6 და 6 Plus-ის ჭკვიანი ტელეფონები, აგრეთვე პლანშეტ iPad-ის ზოგიერთი ვერსია. საპატენტო ტექნოლოგია პროცესორის მუშაობის ოპტიმიზირებისა და ენერგიის გამოყენების შემცირების საშუალებას იძლევა. ტექნოლოგია დაპატენტებულია უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ, ხოლო მისი უფლებები WARF-ს (Wisconsin Alumni Research Foundation) ეკუთვნის. სასამართლომ დაადგინა პატენტის სინამდვილე და გამოავლინა, რომ “ეფლმა” მართლა დაარღვია უფლებები. თვადაპირველად სასამართლომ განაცხადა, რომ კომპენსაციის სახით, კომპანიას შეიძლება 862 მილიონი აშშ დოლარი დაკისრებოდა და დაამატა, რომ ჯარიმის ოდენობა შეიძლებოდა გაზრდილიყო იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდებოდა, რომ “ეფლი” განზრახ იყენებდა უკვე დაპატენტებულ ტექნოლოგიას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.