ბოლო 135 წლის განმავლობაში, 2015 წლის სექტემბერში, პლანეტის ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა დაფიქსირდა – აღნიშნულის შესახებ “ოკეანური და ატმოსფერული გამოკვლევების ნაციონალური სამმართველო” (NOAA) იუწყება, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს.
სექტემბრის ბოლო რეკორდი 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც საშუალო ტემპერატურა 15,12 გრადუსი იყო.
სპეციალისტების მოსაზრებით, ტემპერატურის მატება დაკავშირებულია “ელ-ნინიო”-ს მოვლენასთან – თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში.
მასალის გამოყენების პირობები