რუბრიკები
თენგიზ გუნავა: "დიახ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას!.."
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი სამეგრელოს რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და შსს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა, რომელიც მოქმედი ხელისუფლების პიობებში რამდენჯერმე დააკავეს, თუმცა, ბრალი ვერ დაუმტკიცეს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მკაცრად დაისჯებოდნენ სამეგრელოს სამალავების მომწყობი და იქ ადამიანთა წამებაში მონაწილე პირები, მას რომ რაიმე სცოდნოდა ამის შესახებ მანამ, სანამ კადრები გავრცელდებოდა. ამასთან, გუნავა აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის. "მინდა მივმართო საზოგადოებას: მე დღეს იმ ამაზრზენი ვიდეოების თემაზე კომენტარიც გავაკეთე - ჟურნალისტებმა მკითხეს, ვგრძნობდი თუ არა პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც მოხდა. ვინც მიცნობს, იცის - პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ და ჩემი პასუხიც ცალსახა იყო, რომ დიახ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას! რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა შეცდომები, ამისგან არავინაა დაზღვეული და ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის რომ არ ველოდით ამას და გაგვეპარა ეს ფაქტი! რომ გვცოდნოდა, რომ გამეგო, სამეგრელოში მსგავსი ძალადობის მონაწილე პირები დაისჯებოდნენ კანონის სრული სიმკაცრით და არა ისე, როგორც დღეს ე.წ. ციხის კადრების მთავარი რეჟისორი, მთავარი მწამებელი ბედუკაძე და მისნაირები, რომლებიც გარეთ დატოვა ხელისუფლებამ, "გმირს" დაცვა დაუნიშნა, ზოგსაც საპროცესო გაუფორმა... ხოლო ის, რასაც დღეს ხელისუფლება ამ კადრების ჩვენებით, ასევე რეგიონებში და თბილისში ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევით, ღამით, მალულად საღებავების მისხმით აკეთებს, რათა გაგვანადგუროს ჩვენ - ხალხის ნებით განსაზღვრული პირველი ოპოზიციური პარტია, არის უმსგავსობა და მარაზმი, ეს ემსახურება ქვეყნის მიყვანას სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც უნდა შეწყდეს ან შევაწყვეტინოთ!!!,"-წერს გუნავა სოციალურ ქსელში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.