ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ბეტონის ახალი ქარხანა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და პოლონური საერთაშორისო ჰოლდინგის, „ტინეს კაპირალ ჯგუფის“ პრეზიდენტმა ტომას შუბამ გახსნეს.
გუბერნატორმა კომპანიის ხელმძღვანელობას რეგიონში განხორციელებული ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანიამ უკვე დაასაქმა 45 ადგილობრივი მცხოვრები და სამომავლოდ ინვესტიციების ზრდასთან ერთად გეგმავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც."ტინეს ჯგუფის" პრეზიდენტის თქმით, კი კომპანია მომავალში აპირებს აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.
ბეტონის ახალი ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და კომპანიის წარმომადგენლობა, რომლებმაც განაცხადეს, რომ საქართველოში შექმნილია მიმზიდველი, თავისუფალი ბიზნესგარემო და ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა ნებისმიერი მსგავსი წამოწყებისას კომპანიას გვერდში დაუდგეს.
პოლონური კომპანია საქართველოში უახლოეს პერიოდში გეგმავს გაზარდოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბეტონის ქარხნის წარმადობა.
გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები