რუბრიკები
საკრებულოს წევრი - დადიანების მუზეუმის მიმდებარედ ივანიშვილს აგარაკის მშენებლობა სურს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია ,,ნაციონაური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე დადიანების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა . მისი თქმით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიძინა ივანიშვილს, რეკრეაციულ ზონაში, ქალაქის ყველაზე ისტორიულ ადგილას - დადიანების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი აგარაკის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. ამასთან, ის საზოგადოება „ზუგდიდელი“ წევრებს მიმართავს და მათ აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს. „ასევე, ვითხოვთ ზუგდიდის მერიამ გაასაჯაროოს წინა ხელისუფლების მიერ დამტკიცებული ზუგდიდის რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც შეთანხმებული და განხილული იყო ზუგდიდელ საზოგადოებასთან“, - თქვა ანა წითლიძემ. საზოგადოება „ზუგდიდელი“ წევრების თქმით, დადიანების მუზეუმის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობას მხარს უჭერენ, თუმცა საკუთარი მოთხოვნებიც აქვთ. „ჩვენ ამ პროექტის განხორციელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს თუ დადიანების მუზეუმი, ბოტანიკური ბაღი, ბულვარი და სასტუმრო ერთ არქიტექტურულ კომპლექსში იქნება განხილული. ქალაქ ზუგდიდის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას განცხადებით, ზუგდიდის რეკონსტრუქციის გეგმა საჯაროა და ის ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. „რაც შეეხება ამ ტერიტორიის განვითარებას, ამაზე აუცილებლად პროფესინალებმა უნდა იმსჯელონ. შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა შედგეს და ის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს“, - თქვა ეკატერინე თოდუამ. მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა, აუქციონის წესით, დადიანების მიმდებარე ტერიტორიაზე 12 000 კვ/მ მიწის ნაკვეთის გასხვისებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. მათ შორის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მაშინ ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა საკითხისადმი მათი მხარდაჭერა ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობით ახსნეს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.