საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარტვილს ესტუმრა და ამომრჩეველს შუალედურ არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარუდგინა. მისი თქმით, სოსო დანელიას აქვს ყველა თვისება იმისთვის, რომ მარტვილის პრობლემები და ხალხის სატკივარი პარლამენტამდე მიიტანოს და გამონახოს მათი გადაჭრის გზები.
ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, რუსეთთან დაწყებული დიალოგი, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ჩინეთთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, უმძიმესი სენით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა დასახმარებლად შექმნილი “სოლიდარობის ფონდი”, საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფილი 14 533 დევნილი ოჯახი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მისაღწევად გადადგმული ნაბიჯები, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველთა დასაფინანსებლად ამოქმედებული “განათლების საერთაშორისო ცენტრი,” ენერგეტიკის სფეროში მიღწეული შედეგები, პენიტენციალური სისტემის რეფორმა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები, სახელმწიფო პროგრამები- “აწარმოე საქართველოში”, “ძლიერი რეგიონი-ძლიერი საქართველოსთვის”...- მხარდამჭერებთან შეხვედრისას მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.
ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მთავარ საზრუნავად მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენას და შრომისა და დასაქმების პირობების შექმნას მიიჩნევს, მთავარ მიზნად კი- სამუშაო ადგილების გაჩენას და განათლების დონის ზრდას.
"ძლიერი ეკონომიკა, ღირსეული განათლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სამუშაო ადგილების შექმნა- საქართველო უნდა იქცეს არა დაპირისპირების, არამედ მშვიდობის, ვაჭრობის, მოლაპარაკებების, საერთაშორისო შეთანხმებების ადგილად. ამ მიზანს ემსახურებოდა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი". ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა. დღეს საქართველოს აქვს უნიკალური შანსი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას,”-აღნიშნა პრემიერმა. მისი თქმით, 3 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა, თუმცა პრობლემები მაინც რჩება, რომლებიც ეტაპობრივად უნდა გადაიჭრას.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები