რეცეპტის ინგრედიენტები:
170 გრ. დაჭრილი, ცხიმიანი, შებოლილი სოსისი
700 გრ. კანგაცლილი, უძვლო და კუბიკებად დაჭრილი ქათმის ბარკალი
1 ¼ ჩაის კოვზი მსხვილი მარილი
½ ჩაის კოვზი ახლად დაფქული შავი პილპილი
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 ჭიქა დაჭრილი მოტკბო ხახვი
1 ჭიქა დაჭრილი ნიახური
1 ჭიქა დაჭრილი სტაფილო
2 დაკეპილი ნივრის კბილი
3 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი
4 ჭიქა დაჭრილი ახალი კომბოსტოს ფოთლები
2 ჭიქა უმი ბრინჯი ბასმატი
½ ჩაის კოვზი პაპრიკა | გამხმარი წითელი წიწაკის ფანტელი
მომზადების წესი:
1. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180°C-მდე. წვით სოსისი თუჯის ქვაბში საშუალოზე მაღალ ტემერატურაზე, ურიეთ ხშირად, 5–7 წუთის განმავლობაში, ან სანამ არ შეიბრაწება. ამოიღეთ სოსისები ქაფქირის დახმარებით. შეინახეთ სოსისის ცხიმი ქვაბში. დააწდეთ სოსისები ქაღალდის ხელსახოცზე.
2. მოაყარეთ ქათამს მარილი და პილპილი. დაუმატეთ ზეთი სოსისის ცხიმს ქვაბში და წვით მასში ქათამი საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე, დროდადრო ურიეთ, 8–10 წუთით ან სანამ მზად არ იქნება. დაუმატეთ ხახვი და მომდევნო 3 ინგრედიენტი. თუშეთ, ხშირად ურიეთ 5–7 წუთით ან ხახვის დარბილებამდე. შეურიეთ ბულიონი, მომდევნი 3 ინგრედენტი და სოსისი.
3. მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე. გადმოდგით ქურიდან და დააფარეთ.
4. აცხვეთ ფლავი 180°C–ზე 20–25 წუთით ან სითხის შეწოვამდე. 10–12 წუთის შემდეგ მოურიეთ. მიირთვით ცხელი.
მასალის გამოყენების პირობები