Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი საკუთარ დაწყებით სკოლას ხსნიან, სადაც მოსწავლეებს მასწავლებლების გარდა, ექიმებიც დააკვირდებიან. ამის შესახებ ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„როცა ბავშვები არ არიან ჯანმრთელად, სწავლების პროცესი მარტივად არ მიდის. მრავალი მოსწავლე და პედაგოგი თავის ქვეყანაში, ცუდი ჯანმრთელობის პრობლემას ყოველდღე აწყდება“, -წერს სოციალური ქსელის დამფუძნებელი.
პრისცილა ჩანი, ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ექიმ-პედიატრად და პედაგოგად აპირებს მუშაობას. გარდა ამისა, სკოლაში მხარს დაუჭერენ არამხოლოდ მოსწავლეებს და მათ მშობლებს, არამედ ოჯახებსაც, რომლებიც მატებას ელოდებიან.
სკოლის საიტზე მოცემული ინფორმაციით, სწავლება 2016 წელს დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები