Facebook-ის აქციების ფასმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე წინა კვირას პირველად გადააჭარბა $100-ს.
სოციალური ქსელის ფასიანი ქაღალდების ღირებულება $100-ის ფარგლებში წელს ივლისშიც იყო, მაგრამ ამ ნიშნულისთის არ გადაუჭარბებია.
შესაბამისად გამოდის, რომ IPO-დან ანუ 2012 წლის სექტემბრიდან, Facebook-ის აქციის ფასი 475%-ით გაიზარდა. Standard & Poor’s 500-ის რეიტინგში ეს მეოთხე შედეგია.
გარდა ამისა, Facebook-ის კაპიტალიზაციამ შეადგინა $250 მლრდ. მთლიანობაში, Facebook-ის, Apple-ის, Microsoft-ის, Amazon-ის და Google-ის კაპიტალიზაცია ერთად, Standard & Poor’s 500-ში შემავალი კომპანიების ჯამური კაპიტალიზაციის თითქმის 10%-ია.
მასალის გამოყენების პირობები