ზემო სვანეთის მცხოვრებლები
ელექტრო სადენების საყრდენი ბოძების შეცვლას ითხოვს. მათი თქმით, რეგიონში ელექტრობოძები დაზიანებულია, რაც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ამ საკითხზე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის" სხდომა ჩატარდა. ფრაქციის წევრების თქმით, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად არ ჩატარდება, ზამთრის პირობებში ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება.
„კომუნისტების დროს გაკეთებული ბოძები უკვე ავარიულია. სადენები მოსახლეობის საკარ-მიდამო ნაკვეთებში, სახლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე გადის. ბევრ ადგილას ბოძები თითქმის წაქცეულია და წვიმის ან ქარის დროს დენი ითიშება. თუ ერთ სოფელში დენი გაითიშება, პარალელურად ელექტრო ენერგიის მიწოდება რამდენიმე სოფელს უწყდება“, - ამბობს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით შუკვანი.
„ენერგო - პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ზემო სვანეთში ელექტრობოძების მასშტაბური რეაბილიტაცია წელს არ იგეგმება. თუმცა მათივე თქმით, ცალკეული პრობლემა დროულად მოგვარდება.
მასალის გამოყენების პირობები