რუბრიკები
წამების კადრების გავრცელებასა და ჩვენებაზე გამოძიება არ დაწყებულა
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებასა  და გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა. რადიო "ათინათის"  კითხვაზე, თუ რატომ არ არის გამოძიება ამ დრომდე დაწყებული, უწყებაში აცხადებენ, რომ „ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეუძლიათ“. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ოქტომბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც წამების ამსახველი ახალი კადრები გავრცელდა, განცხადება გააკეთა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)“ - იუწყებოდა მაშინ შსს-ს ოფიციალური ვებ- გვერდი. წამების ამსახველი ვიდეო კადრები უკრაინულ პორტალზე გავრცელდა. მათი საჯარო ჩვენება ზუგდიდსა და თბილისში მოეწყო. კადრების ჩვენება ზუგდიდში მოძრაობა „საზოგადოებრივი დარბაზის“ მიერ იყო ორგანიზებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.