Motorola-მ წარმოადგინა ახალი სმარტფონი Droid Turbo 2, რომელიც აღჭურვილია ეკრანით, რომელიც არ ტყდება.
სპეციალისტები თვლიან, რომ ასეთი ეკრანი პოტენციურად შესაძლოა გარღვევა გახდეს. Motorola-ს შეფასებით, ყოველ 2 წამში ერთხელ, მსოფლიოში ერთი ტელეფონის ეკრანი ტყდება და ტელეფონების მფლობელთა 63% უარს ამბობს მის შეკეთებაზე, მაღალი ფასის, ან ამასთან დაკავშირებული სირთულეების გამო.
ტელეფონში ჩაყენებულია 8-ბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 810, 2-გიგაჰერციანი სიხშირით და 3-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით. ტელეფონი ასევე აღჭურვილია 21-მეგაპიქსელიანი უკანა და 5-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერებით.
მოდელი საოპერაციო სისტემა Android-ზე იმუშავებს და მისი გაყიდვები 29 ოქტომბრიდან დაიწყება. ტელეფონის შეძენა შესაძლებელი იქნება ამერიკულ მობილურ ოპერატორ Verizon-თან, $624-ად კონტრაქტის გარეშე.
მასალის გამოყენების პირობები