რუბრიკები
დადიანების მუზეუმის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი აუქციონზე არ გაიყიდა
ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ აუქციონზე გატანილი მეორე საჯარო სკოლის წინ,  დადიანების მუზეუმის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი არ გაიყიდა. მერიის პრესსამსახურის უფროსის მაია ღუბელაძის განმარტებით, აუქციონზე ბიჯი არ დაფიქსირდა და შესაბამისად, უძრავი ქონება არ გაიყიდა. ელექტრონული აუქციონი გუშინ 16:00 საათზე დასრულდა. მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი  1 500 000 ლარი იყო. ქალაქის მერიამ გამსახურდიას გამზირის N10- ში მდებარე 12 101კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აუქციონზე საკრებულოს თანხმობით გაიტანა. აუქციონი პირობის თანახმად, მყიდველმა საერთაშორისო ბრენდის სახელის მქონე არანაკლებ 120  ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს და სულ მცირე, 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ამასთან, სასტუმრო დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს უნდა შეესაბამებოდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.