ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ აუქციონზე გატანილი მეორე საჯარო სკოლის წინ, დადიანების მუზეუმის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი არ გაიყიდა. მერიის პრესსამსახურის უფროსის მაია ღუბელაძის განმარტებით, აუქციონზე ბიჯი არ დაფიქსირდა და შესაბამისად, უძრავი ქონება არ გაიყიდა. ელექტრონული აუქციონი გუშინ 16:00 საათზე დასრულდა. მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი
1 500 000 ლარი იყო.
ქალაქის მერიამ გამსახურდიას გამზირის N10- ში მდებარე 12 101კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აუქციონზე საკრებულოს თანხმობით გაიტანა.
აუქციონი პირობის თანახმად, მყიდველმა საერთაშორისო ბრენდის სახელის მქონე არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს და სულ მცირე, 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ამასთან, სასტუმრო დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს უნდა შეესაბამებოდეს.
მასალის გამოყენების პირობები