ზუგდიდელ ამომრჩევლებს თვითმმართველობის მუშაობის ანგარიში ჩააბარეს (ვიდეო)
18:08 / 28.10.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ამომრჩევლთა ნაწილს მუშაობის ანგარიში ჩააბარეს. შეხვედრა სტალინისა და რუსთაველის ქუჩების მცხოვრებლებთან გაიმართა. განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ და ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ ისაუბრეს. მათი თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებებს ასრულებს, თუმცა ყველა პრობლემა ერთბაშად ვერ მოგვარდება.
მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოქალაქეებს უთხრეს, რომ კანალიზაციის, 24 საათიანი წყალმომარაგებისა და სხვა აქტუალური ინფრასტუქტურული საკითხები ზუგდიდში უახლოეს წლებში გადაწყდება. თავის მხრივ, მოქალაქეებმა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების აუცილებლობასა და დასაქმების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება.
საჯარო მოხელეებმა ამომრჩევლებს შეხვედრაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და თვითმმართველობის საქმიანობაში უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.
მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან ქალაქის სხვადასხვა უბნებშიც იგეგმება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები