თქვენ დაგჭირდებათ ☛
• 450 გ. ორაგულის ფილე.
• 600 გ. ცუკინი ან ყაბახი.
• 40 გ. სეზამი.
• 30 მლ. სოიოს სოუსი.
• 50 გ. მწვანე ხახვი.
• 20 მლ. ლიმონის წვენი.
• 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა.
• ½ ჩ.კ. მარილი.
• ¼ ჩ.კ. მარილი.
• 15 მლ. მცენარეული ზეთი.
• ¼ ჩ.კ. ბაჰარი.
• 100 მლ. ნაღები 20%-იანი.
მომზადების წესი:
✔ გააცალეთ ფილეს ფხები და მოაჭერით კანი. დაჭერითფილე კუბებად და დაუმატეთ 2 ს.კ. სოიოს სოუსი. კარგად ამოურიეთ და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. კიდევ ერთხელ ამოურიეთ, რომ სეზამი თანაბრად განაწილდეს.
✔ ტაფაზე გააცხელეთ 1 ს.კ. ზეთი და მოათავსეთ მასზე თევზის ნაწრები ისე, რომ მათ შორის ადგილი იყოს. შებრაწეთ ყველა მხრიდან, ოქროსფრამდე.
✔ ცუკინი დაჭერით კუბიკებად. ცალკე ტაფაზე გააცხელეთ დარჩენილი ზეთი და მოთუშეთ მასზე ცუკინი 5-7 წუთი, თან ურიეთ.
✔ მოაჭერით ხახვს თეთრი ბოლოები და წვრილად დაჭერით. მოაყარეთ ცუკინის და ოდნავ მოთუშეთ. მოასხით ნაღები, კარაგდ ამოურიეთ და გააცერეთ, საშუალე ცეცხლზე, რამდენიმე წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ 5-7 წუთი.
✔ მოათავსეთ თეფშებზე ცუკინი, ნაღების სოუსი და ზევიდან მოაწყვეთ ორაგულის ნაჭრები. მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები