დღეს დილიდან ზუგდიდის გამგეობის შემობის წინ 78 წლის ციალა ჯოჯუამ უვადო შიმშილობა გამოაცხადა.
ჯოჯუა ადგილობრივი ხელისუფლებისგან საკუთარი ბინის დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს, რომელიც, მისი მტკიცებით, ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე ციცო მამარდაშვილმა და გამგეობის აიპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ალანიამ თაღლითური გზით წაართვეს.
ციალა ჯოჯუას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, რის გამოც გამგეობის შენობასთან ის ქალიშვილმა ლალი ცირდავამ მიიყვანა.
„თუ ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას არ გაგვიწევს, ჩვენ მთავარი პროკურატურის ან სხვა სახელმწიფო უწყების შენობასთან გადავინაცვლებთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ლალი ცირდავამ.
მედიასთან დღესვე კომენტარი გააკეთა ბრალდების ერთ-ერთმა ადრესტმა ზურაბ ალანიამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯოჯუამ და მისმა შვილმა კუთვნილი ბინები მიიღეს და მათი მოთხოვნა უსაფუძვლოა.
"თავის დროზე ჯოჯუამ და მისმა შვილმა 10 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ბინები მიიღეს, რის სანაცვლოდაც 2 სართულიან კორპუსში კუთვნილი ძველი ბინა უნდა დაეთმოთ და ასეც მოხდა. როგორც გავიგე, მოგვიანებით მათ ახალი ბინები გაყიდეს და ახლა იმ ძველი ფართის დაბრუნებას ითხოვენ, რომელცი უკვე სხვაზეა განაწილებული", - განმარტა ალანიამ.
მასალის გამოყენების პირობები