2015 წელი ყველაზე წარმატებული წელი იყო კომპანია ეფლის არსებობის ისტორიაში. წლევანდელმა მოგებამ 53 400 000 000 ამერიკული დოლარი, ანუ 53.4 მილიარდი შეადგინა. ეს შთამბეჭდავი რიცხვია ასეთი გიგანტური კომპანიისთვისაც კი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმ წამის განმავლობაში, რომელიც თქვენ სიტყვა “ეფლის” წასაკითხად დახარჯეთ, კომპანიამ 1700 დოლარი მოიგო. და კიდევ 1700 დოლარი.
მთავარი დამსახურება აიფონს მიუძღვის. ეფლმა 2015 წლის მეოთხე კვარტალში 48 მილიონი აიფონი გაყიდა. 10 მილიონ აიპადთდან და 5.7 მილიონ მაკთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები