რუბრიკები
ზუგდიდის გამგეობის წინ მწოლიარე მოხუცი შიმშილობას აგრძელებს (ვიდეო)
78 წლის ციალა ჯოჯუამ და მისმა ქალიშვილმა ღამე ზუგდიდის გამგეობის შენობის წინ გაატარეს. ჯოჯუების ოჯახს მათი მეზობელი გოგი თოდუა და მისი მეუღლე შეუერთდნენ. ე.წ. „საკონსერვოს კორპუსების“ მცხოვრებლებს ბინების გადანაწილებასთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზიები. მათ ახალ კორპუსში ბინის მიღების სანაცვლოდ ძველი საცხოვრებელი ფართი უნდა დათმონ, რასაც ისინი არ ეთანხმებიან. „ყველა კანონის თანახმად, ძველი ბინა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, ჩვენ გვეკუთვნის. ის ნაჩუქარია. ჩვენთვის გაუგებარია ახლის სანაცვლოდ ძველი რატომ უნდა დავთმოთ“, - აცხადებენ თოდუები. ჯოჯუების მტკიცებით, მათ საცხოვრებელი ფართი ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე ციცო მამარდაშვილმა და გამგეობის ააიპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ალანიამ თაღლითური გზით წაართვეს. თავის მხრივ, ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი ზურაბ ალანია ამბობს, რომ ჯოჯუამ და მისმა შვილმა კუთვნილი ბინები მიიღეს და მათი მოთხოვნა უსაფუძვლოა. “თავის დროზე ჯოჯუამ და მისმა შვილმა 10 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ბინები მიიღეს, რის სანაცვლოდაც 2 სართულიან კორპუსში კუთვნილი ძველი ბინა უნდა დაეთმოთ და ასეც მოხდა. როგორც გავიგე, მოგვიანებით, მათ ახალი ბინები გაყიდეს და ახლა იმ ძველი ფართის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც უკვე სხვაზეა განაწილებული. რაც შეეხება თოდუებს, მათ ახალი ბინა ჯერ საკუთრებაში არა აქვთ და მანამდე ვერც მიიღებენ, სანამ ძველს არ დათმობენ, როგორც ეს განსაზღვრულია სამართლებრივად“, – განმარტა ალანიამ. აქციის მონაწილეები ამობებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება არ დაიშლებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯოჯუები დედაქალაქში წასვლას და აქციის იქ გაგრძელებას გეგმავენ. ამავე თემაზე გამგეობის წინ მწოლიარე მოშიმშილე დახმარებას ითხოვს ზუგდიდის გამგეობის წინ მოშიმშილე მოხუცის პრობლემას ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.