რუბრიკები
ზუგდიდში სტადიონის მშენებლობაზე პრეტენზიას ორი კომპანია გამოთქვამს
ზუგდიდში „უეფას“ სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე მესამედ გამოცხადებული ტენდერი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მასში ორმა კოპმპანიამ: შპს „ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში“ და შპს „დაგი“ მიიღო მონაწილეობა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9`800`000 ლარს შეადგენს. შპს - „ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში“ ქალაქის მერიას სთავაზობს, რომ სტადიონს 9`749`771 ლარად ააშენებს, ხოლო "დაგი“ - 9`747`000.00 ლარად. თუ რომელი კომპანია ააშენებს სტადიონს, ეს სატენდერო კომისიის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე პირველად გამოცხადებულ ტენდერში რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ შპს „ლიტომ“ მიიღო მონაწილეობა. ზუგდიდის მერიამ აღნიშნულ კომპანიას მაშინ უარი არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო უთხრა. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში კი არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და შესაბამისად ტენდერი არ შედგა. ზუგდიდში ,“ფიფას” სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი კომბინატის დასახლებაში უნდა აშენდეს. სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპის დასრულება 2016 წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო მესამე ეტაპისა – 2017 წლის 30 სექტემბრამდე. სტადიონის მშენებლობა „თბილქალაქ პროექტმა“ მოამზადა. მისი ღირებულება ჯამში 16 მლნ ლარს შეადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.